მაია ასათიანმა ეკრანიდან აღებული ტაიმ-აუტის შემდეგ, პირველად ისაუბრა ტელევიზიიდან წასვლის შესახებ. როგორც მაია ასათიანმა განაცხადა, გასართობმა შოუებმა ამოწურა თავი და ახლა უადგილოა ცნობილი ადამიანების ისტორიებისთვის დროის დათმობა.
„კითხვა როგორ ხარ დღევანდელობის ყველაზე რთული შეკითხვა, შეიძლება ყალბად უპასუხო კარგად და გაიარო. გულწრფელად ამ კითხვას აქვს მძიმე პასუხი, იმიტომ რომ სამყაროა თავიდან ბოლომდე ამოტრიალებული, ომიდან გამომდინარე. ახლა ამ კითხვას ჩემი მისამართით, ცოტა უხერხულია პასუხი გავცე, რა დროს მე ვარ და ჩემი კარგად და ცუდად ყოფნა, ვუძლებ და მყარად ვდგავარ.
ჩემს თავს ვეკითხებოდი მომენატრა თუ არა, ეს არის სამყარო რომელიც მე ძალიან მიყვარს. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად გავედი ეთერში. ჩემი იდენტობა არის ტელევიზია, სამყაროს აღქმა მე დავიწყე მას შემდგე, რაც ამ ყუთში ჩავჯექი. ეს იყო გააზრებული, შეგნებული გადაწყვეტილება. იმისთვის რომ წინ წახვიდე, რაღაც დროს უნდა გაჩერდე. შენ თავსაც და იმ სამყაროსაც, რომელშიც ყველაზე კარგად გრძნობ თავს, გარედან შეხედო. არის აქ მეორე მომენტი, არ მინდა რომელიმე ჩემს კოლეგას ეწყინოს, სამყარო ძალიან შეცვლილია, ჩვენი ქვეყანაც ძალიან შეცვლილი, ცხოვრებაა ძალიან გართულებული, ძალიან სტრესულ გარემოში ვართ ყველა. მართლა გულწრფელად ვთვლი, მე, როგორც ქართულ ტელესივრცეში გასართობი თოქ-შოუს ჟანრის ერთ-ერთ პირველი წარმომადგენელი. გულწრფელად ვთვლი, გასართობი თოქ-შოუს ჟანრმა არამხოლოდ საქართველოში, (იუთუბის, ისნტაგრამის ეპოქაში) თავი ამოწურა. სხვა დროა, სხვა მოთხოვნებია, პოსტკოვიდური სიტუაცია, ომია უკრაინაში. ახლა ფეხი-ფეხზე გადაიდო და რომელიმე ცნობილი ადამიანის პირად, ძალიან საინტერესო ისტორიაზე ისაუბრო არის არაადეკვატური. სულ მეშინოდა წასვლა არ დამეგვიანებინა, ჟანრიდან. მიხარია, რომ პირველი ვიყავი ვინც ეს ჟანრი დაიწყო და პირველი ვარ ვინც საკუთარი ნებით თქვა ნახვამდის. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა, ის რომ მე ეთერში არ ვარ, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება და უარს ვამბობდი ამ თემაზე ლაპარაკზე, რომ მინდოდა ამ სამყაროს გარეშე მენახა, როგორია ცხოვრება. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ძალიან ბევრი რამე მასწავლა ცხოვრებამ ამ თითქმის ერთი წლის მანძილზე, ძალიან საინტერესო გაკვეთილები მივიღე.
მე ეს ყუთი (ტელევიზია) იმდენად მიყვარს, მისი თეთრი ფერიც მიყვარს და შავიც, ამიტომ ცოტა ხნით, მე სახლში გამოვრთე ტელევიზორი და გავიხედე ფანჯარაში. მე ამ ყუთზე ცუდს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ის ჩემი მთავარი შეყვარებულია დღემდე, ბოლოს მე მასთან ტოქსიკური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ის არ მიყვარს, – განაცხადა მაია ასათიანმა და დასძინა, რომ ამ ტოქსიკური ურთიერთობის მერე ახალი ურთიერთობა უნდა დაიწყო და ნიშა აიწიოს.