იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო კაპუტიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა ჯენოასთან შეცვლის შემდეგ რუდი გარსიას მიმართ გაკეთებული ჟესტის გამო. Rai-ს კორესპონდენტი ფიქრობს, რომ ხვიჩამ შეცვლის შემდეგ მოედანი უხმაუროდ უნდა დატოვოს.
“უბრალოდ, უნდა გაჩუმდეს და მოედნიდან გავიდეს! ზოგადად, ნაპოლის მიმართ დამოკიდებულებას შევცვლიდი, ძალიან დიდი პესიმიზმია იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ 4 თამაშია ჩატარებული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტოქეებმა ნაპოლი შეისწავლეს, გასული სეზონის თამაშის გამეორება წარმოუდგენელი იყო”, – თქვა კაპუტიმ.
Post Views: 1,040