ხვიჩა კვარაცხელიას კრიზისზე წერს Corriere della Sera.
“ძლიერი ფეხი, მაგარი დრიბლინგი, სწრაფი სირბილი – ეს მისი მახასიათებლებია, მაგრამ საჩემპიონო სეზონის შემდეგ სხვაობა, როგორც ჩანს, მეტრებშია, რომელსაც ის მოედანზე ფარავს. ტაქტიკური თვალსაზრისით, ახლა ნაპოლი სხვანაირად თამაშობს, კვარას კი მატჩის მიმდინარეობისას ხშირად უწევს თამაში განაპირა მცველის პოზიციაზე, რათა გარსიას სუსტ დაცვას დაეხმაროს. დიახ, მეტოქეებს ვერ ატყუებს, თუმცა, წაიღო ბურთი 30 მეტრზე იგივე ნამდვილად არ არის, რაც 80 მეტრზე. ის იჭრება საჯარიმოში, მაგრამ ვეღარ ატყუებს იქ მცველს. მისი მოქმედება პროგნოზირებადია.
როდესაც ფენომენად მოიხსენიებდნენ, გარსიას მსგავსად, სპალეტიც აკრიტიკებდა 22 წლის კვარას, ყოველდღიურად აძლევდა მითითებებს, ზოგჯერ უფრო მკაცრი საუბარიც ჰქონდათ, რაც გარკვეულწილად, სტიმულის მიმცემიც ხდებოდა ფეხბურთელისთვის. ის გასულ სეზონშიც არაერთხელ შეცვალეს, მაგრამ ამას შეკითხვები არ გამოუწვევია”, – წერს გვერდი.