ვეტერანმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგი სპელიალისტი ერთ-ერთი საუკეთესოა ვისთანაც ოდესმე უმუშავია. ბალოტელი და გარსიას გზები რამდენიმე წლის წინ “მარსელში” გადაიკვეთა. რგორც მარიო ამბობს,. გარსიას და ნაპოლის ცოტა დრო სჭირდებათ.
ბალოტელიმ კვარასა და ოსიმენის გაბრაზებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ეს ემოციები ბუნებრივია :
“ოსიმენის აზრით იმ მომენტში მისი გასვლა მოედნიდან არასწორი გადაწყვეტილება იყო და ჯობდა გარსიას ორი თავდამსხმელით ეთამაშა. შესაძლოა ის მართალიცაა, მე მესმის ვიქტორის. მეც ვინერვიულებდი, კვარას და ოსიმენს თუ შეცვლიდნენ და ისინი მშვიდად გავიდოდნენ მოედნიდან, თუ გაბრაზებულები გადიან, ეს ნიშნავს, რომ გამარჯვების სურვილი ისევ აქვთ” – ამბობს იტალიელი ფეხბურთელი.
Post Views: 8,384