ხვიჩა კვარაცხელიას “მილანთან” ბოლო წამებზე გოლის გასატანად სულ ცოტა დააკლდა. კვარას დარტყმული მაიკ მენიომ მოიგერია და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
კვარას მომენტზე იტალიელები “ნაპოლის” ოფიციალურ გვერდზე კომენტარებს წერენ, რომელთა თარგმანსაც გთავაზობთ.
“კვარას რომ ბოლო წამზე გაეტანა 10-ბალიანი მიწისძვრა მოხდებოდა.”
“ლამის გულის შეტევა დამემართა ბოლოს, რა ახლოს იყო ხვიჩა გმირობასთან”
“ასეთი თამაში დიდი ხანია არ მინახავს. რასპადორის რაკეტული საჯარიმო და პოლიტანოს ბრწყინვალე გოლი. კვარას სულ ცოტა დააკლდა გმირობამდე”
“ღმერთო ჩემო ! კვარას რომ გაეტანა არ ვიცი რა მომივიდოდა” – წერენ ნაპოლის ქომაგები.
Post Views: 8,039