“გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიელის მიერ დაწერილი წიგნი ჯანლუიჯი ბუფონმა წარადგინა. ხოლო ქართული საზოგადოება, მათ შორის ,,ინტელექტუალური” ვიწრო ,,ელიტა”, ისევ იმაზე ოხრავს, უნდა დაწერილიყო კვარაზე წიგნი თუ არა” – რას წერს გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიელის მიერ დაწერილი წიგნი ჯანლუიჯი ბუფონმა წარადგინა. ხოლო ქართული საზოგადოება, მათ შორის ,,ინტელექტუალური” ვიწრო ,,ელიტა”, ისევ იმაზე ოხრავს, უნდა დაწერილიყო კვარაზე წიგნი თუ არა, მოგონილი მიზეზით – “”ნაადრევია!” და რეალური მიზეზით – ,,უბრალოდ, ნერვები, გვეშლება რა!” – თან ჩემი წიგნი ხომ არც რაღაც დითირამბული აპოლოგიაა ფეხბურთელის – ზოგადია, საქართველოზე, ქართულ ფეხბურთზე, სამეგრელოზე, ნაკიფუზე, ხვიჩას წინაპრებზე და სხვანი. და მოდი, ესეც პირდაპირ ვთქვათ – მხატვრული აზრით ბევრად სჯობს მეორე წიგნს – თუმცა მის ავტორს, ცხადია, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, ინტერესესისთვის.

და ეს წიგნი მალე გამოვა იტალიაში, ოღონდ სხვა სათაურით – “კვარას საქართველო” და ძალიან მნიშვნელოვან ქართულ საქმეს გასწვდება. ეს არის და ეს. წავედი ახლა მე ვატიკანში სხვა ქართული საქმის შესაქმნელად.”

Leave a Comment