პრესტიჟული იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, კვარაცხელია ნაპოლისთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიური გამოცმები წერენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია და უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება ყველაფერი.
ახალი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვალისწინებული და ხვიჩა ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
Post Views: 19,100