მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ლონდონის ჩელსი კვარაცხელიას შეძენით ინტერესდებოდა, ინგლისელებს ნაპოლის წარმომადგენლებთან კონტაქტი ამ დრომდე არ ჰქონიათ და მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
აღნიშნულ ინფორმაციას ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
იტალიურ მედიაში კი იწერება, რომ ჩელსიმ კვარაცხელიას ყიდვა გადაიფიქრა, რადგან ქართველის შეძენა 100 მილიონი ევრო დაუჯდებოდათ.
Post Views: 9,105