იტალიური გამოცემები ნაპოლის ფროსინონესთან განადგურებას ეხმაურებიან.
“ეს არის გულშემატკივრებისთვის უმძიმესი დარტყმა. წააგო იტალიის თასზე ფროსინონესთან და თანაც გამანადგურებელი ანგარიშით. კვარაცხელიას და ოსიმენს გუნდი ზაფხულისთვის დაკარგავს. ნაპოლი ეს არის კლუბი, სადაც ვარსკვლავები უბრალოდ ვერ ავლენენ სათანადოდ საკუთარ ძალებს. როგორც ვიქტორი, ისე ხვიჩა ამ კლუბში უფრო გაფუჭდებიან და მათი განვითარებისვის აუცილებელია უკეთეს კლუბში გადასვლა. ნაპოლის დაცვის ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთ ნაპოლის 10 ხვიჩა და 10 ოსიმენი ვერ უშველიან. დროა ბიჭებმა გრანდების შემოთავაზებები განიხილონ” – წერს ერთ-ერთი იტალიური გამოცემა.
Post Views: 2,308