უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლი და ლაიფციგი ტრანსფერზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც ელის ელმასი ახლოსაა ნეაპოლის დატოვებასთან.
ლაიფციგი მზადაა ელმასის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, თავად ელიფსაც სურს ნაპოლის დატოვება, რადგან ჩრდ. მაკედონიელი ფეხბურთელი ცოტა სათამაშო დროს იღებს.
თუ ელმასი ნაპოლის დატოვებს, არის დიდი ალბათობა რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 7-ნომრიანი მაისური მოირგოს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას საყვარელი ციფრი შვიდიანია და საქართველოს ნაკრებშიც ამ ნომრით თამაშობს.
Post Views: 1,845