იტალიური მედია იუწყება, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კვარცხელიას კონტრაქტის გაუმჯობესება 2024 წლის ზაფხულამდე გადაწია.
იწერებოდა, რომ ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ნაპოლის ხელმძღვანელები ხვიჩასაც გაუუმჯობესებდნენ ხელშეკრულების პირობებს და კვარას შესაბამის და ღირსეულ ანზღაურებას გადაუხდიდნენ.
კვარაცხელია გუნდში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ხვიჩაზე მეტს გუნდის სათადარგო ფეხბურთელებიც კი გამოიმუშავებენ.
“ისე როგორც ნაპოლის ბოსი მოექცა ხვიჩას და მის კონტარქტის გაუმჯობესება სრულიად დაივიწყა და ზაფხულამდე გადაწია, ხვიჩასგან ლოგიკურ გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს. კვარამ ზამთარშივე უნდა დატოვოს კლუბი და ასე გადაუხადოს სამაგიერო დე ლაურენტისს. უბრალოდ სირცხვილია ხვიჩას ასეთი ანაზღაურება. ის სტატუსით ნაპოლის ერთ-ერთი ვარსკვლავია” – წერს ერთ-ერთი ნეაპოლელი ჟურნალისტი.
აქვე გეტყვით, რომ კვარას შეძენა ყველაზე მეტად ფრანგულ “პსჟ”-ს სურს და ქართველის დამატება ამ ზამთარშივე სურთ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ.