Football Italia ნაპოლის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც საუბრობს.
“ქართველის ფასი დაეცა, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის მცველებმა მისი თამაში შეისწავლეს. ხვიჩა ძირითადად ფლანგიდან ცენტრისკენ იწევს და მარჯვენა ფეხით ურტყამს. ჯერ კიდევ გაუგებარია რატომ არ ზის მწვრთნელი და არ უხსნის კვარაცხელიას, რომ მას ორივე ფეხით თამაში შეუძლია. ეს ხომ იშვიათი ნიჭი და შესაძლებლობაა? მას შეუძლია შეუჩერებელი იყოს, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე მოძრაობებს აკეთებს.” – წერს გამოცემა
Post Views: 1,305