ვხედავ ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედამიწაზე.
იგი ფეხშიშველია და გრძელი, თეთრი სამოსი აცვია, წელზე უბრალო ბაწარი აქვს შემოხვეული. ღმერთო, რა ლამაზი და ნათელია იესოს სახე! სადაც კი ფეხს დგამს, ვხედავ, ყველაფერი იცვლება და სუფთავდება! ღმერთო, თვითონ უფალი ასუფთავებს საქართველოს!
მან გამიღიმა და მითხრა: “დაე, აღსრულდეს შენი დანახული ყოველი, უკვე ხილული და ჯერ კიდევ არახილული. ყველა მოკვდავი მიხვდება, სად არს ნათელი. ნუ შეგეშინდება! ყოველივე, რასაც ხედავ, ამცნე ქვეყანას და ხალხებს და ვაი მათ, ვინც შენ მოგეკარება! სწრაფად აგებენ პასუხს სხვების დასანახად! ამინ!
ვხედავ, უფალმა მთელს საქართველოს შემოუარა, მერე ბზა დამიდო ფეხებთან და გაქრა ზეცაში! ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი!” – ლელა კაკულია /წინგიდან ” ახალი სიტყვა”.
Post Views: 1,922