იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლის რიგებში დიდი წმენდა დაიწყო.
გუნდს რამდენიმე ვარსკვლავი და გუნდის ჩემპიონობის შემოქმედი ტოვებს.
საუბარია პიოტრ ზელინკსის, მატეო პოლიტანოს და ჯოვანი სიმეონეს შესახებ.
სიმეონე უკმაყოფილოა იმ სათამაშო წუთებით, რომელსაც არგენტინელი გუნდისგან იღებს.
მატეო პოლიტანო ახლოსაა საუდის არაბეთში გადასვლასთან. ყველაფერი უახლოეს საათებში გადაწყდება.
პიოტრ ზელინსკიმ მილანის “ინტერთან” შეთანხმებას მიაღწია და ყველაფერი ნაპოლის ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული.
გუნდში ხეულშეუხებლები მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია და გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო არიან.
გუნდს გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარებიან ფრანკ ზამბო-ანგისა და ვიქტორ ოსიმენი, რომლებიც აფრიკის თასზე თავიანთ ნაკრებებს ეხმარებიან.
ნაპოლის პრეზიდენტი რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს და გუნდს უახლოეს დღეებში 2-3 ახალი ფეხბურთელი დაემატება.