“ნაპოლის” კაპიტანის, ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა და გუნდის ფანებს მიანიშნა რომ ჯოვანი მალე გუნდს დატოვებს.
“იმედია გუნდი იპოვის მის შემცვლელს და მასაც ჯოსავით შეიყვარებენ ფანები” – ამბობს აგენტი.
ამ ინფორმაციას ნეაპოლური პრესა Calcionapoli.it ავრცელებს.
დი ლორენცოს მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს კარლო ანჩელოტი და მადრიდის “რეალი”.
სამეფო გუნდში ჯოვანის დანი კარვახალის შემცვლელად მოიაზრებენ.
Post Views: 1,395