იტალიური გამოცემა “არეანაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და მის ემოციებზე გვიამბობს, რომელიც ქართველს სალერნიტანასთან ბოლო წუთებზე გამარჯვების დროს ჰქონდა.
“სცენა, რომელიც ალბათ კვარას სულიერ მდგომარეობას ბევრ სიტყვაზე უკეთ ასახავს. რაჰმნაის ბოლო წუთებზე გატანილი უნმიშვნელოვანესი გოლის შემდეგ დაღლილ-დაქანცული ხვიჩა მინდორზე დაეცა და ხელების გაშლით გამოხატა სიხარული.
კვარამ იცოდა რომ ეს მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი 3 ქულა იყო და უბედნიერესი იყო იმ წუთებში.
კვარა ხელფასის გაზრდას ითხოვს ? მისი პრობლემა კონომიკური არასოდეს ყოფილა. ხვიჩა ანაზღაურების მომატებას არა თუ სიხარბის, არამედ დაფასების გამო ითხოვს. მის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია დ ალოგიკურია რომ ასეთი დაბალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს. 1.2 მილიონი ევრო კვარასნაირი მოთამაშისთვის ძალიან ცოტაა” – წერს გამოცემა.