გიორგი ზაქარაშვილი: თუ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით წარიმართა, უკრაინაში დაღუპული სამ ქართველი მებრძოლის საქართველოში გადასვენება ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს მოხერხდება

გიორგი ზაქარაშვილი: თუ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით წარიმართა, უკრაინაში დაღუპული სამ ქართველი მებრძოლის საქართველოში გადასვენება ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს მოხერხდება

უკრაინაში დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს სამშობლოში სავარაუდოდ 20, ან 21 აპრილს გადმოასვენებენ. ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკონსულოს გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აქვს.

„რამდენადაც მე ვიცი, საკონსულო სამსახური ეკონტაქტა გარდაცვლილების ოჯახებს. ამ დროისთვის ცხედრები არის დნეპროპეტროვსკში. დღეს, დიდი ალბათობით კიევში გადმოასვენებენ, სადაც რამდენადაც ჩვენ ვიცით, გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. შემდეგ, დასრულდება დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცედურები. ზეგ წამოვა მანქანა ლვოვისკენ და შემდეგ უკვე ვარშავის მიმართულებით. ჩემი აზრით, ან ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს, თუ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით წარიმართა, მოხერხდება მათი საქართველოში გადასვენება“, – განაცხადა ელჩმა.

16 აპრილს უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ აგრესიას შეეწირნენ ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

1 thought on “გიორგი ზაქარაშვილი: თუ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით წარიმართა, უკრაინაში დაღუპული სამ ქართველი მებრძოლის საქართველოში გადასვენება ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს მოხერხდება”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.