ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდონ იარაღი, – ამის შესახებ BBC წერს.
„მათ, ვისაც უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდება შეუძლიათ, ეს უნდა გააკეთონ, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება, გადარჩეს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის ლიდერმა მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, არ გადადონ გადაწყვეტილებების მიღება იარაღის „კატეგორიათა შორის სხვაობის გამო“.
„მე არ განვასხვავებ მძიმე და მსუბუქ იარაღს,” – თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად და რისი გაკეთებაც შესაძლებელია.
Post Views: 1,027