როგორ დაიცვა კირკოროვმა ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი – რას წერს ფილიპ კირკოროვი მარგატირა სიმონიანზე

როგორ დაიცვა კირკოროვმა ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი – რას წერს ფილიპ კირკოროვი მარგატირა სიმონიანზე

რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ცნობილი მომღერალი ფილიპ კირკოროვი პუტინის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტს, მარგარიტა სიმონიანს უპირისპირდება.

მომღერალმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც სიმონიანს ახსნებს, რომ ცოდვა ყველას აქვს და მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც მას “ბინძურ თეთრეულს ამოუქექავენ”.

“მარგარიტა სიმონიანმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ჩემს კოლეგებზე მაქსიმ გალკინსა და ალა პუგაჩოვაზე საკმაოდ უსიამოვნოდ ისაუბრა და რატომ?! – აცხადებს კირკოროვი

“როგორ უნდა შეგეძლოს საჯაროდ გააშავო ადამიანები?! როგორ უნდა გიყურონ ბავშვებმა თქვენ – ალა და მაქსიმ. როგორ უნდა გიყურონ მათმა მშობლებმა, როგორ უნდა უყურონ ბავშვებმა თავიანთ სამშობლოს, რომელშიც ეს “შიშველი” ადამიანები, მშობლების შესახებ ასეთებს ყვირიან? როგორ ბედავ, საჯაროდ ადამიანები დაამცირო მარგარიტა? ვინ მოგცა ამის უფლება?!შენ ჩვენი ქვეყნის რუპორის მთავარი რედაქტორი ხარ. შენ არ გაქვს უფლება, სიძულვილი დათესო… ჟურნალისტი ხარ და არ ხარ ქუჩის ქალი, რომელსაც არ აქვს უფლება, საჯაროდ ტყუილები და ჭორები გაავრცელო. – ამბობს კირკოროვი

“მე ვცხოვრობ პრინციპით “მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ.” მე ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ არ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც სურვილი გაუჩნდებათ, შენი ჭუჭყიანი თეთრეული ამოქექონ და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანონ. ცოდვა კი ყველას აქვს…” – ამბობს ფილიპ კირკოროვი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.