უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის შოკისმომგვრელი ინფორმაცია

უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის შოკისმომგვრელი ინფორმაცია

რუსეთს მოლდოვაში შეჭრის მკაფიო გეგმა აქვს და სავარაუდო თარიღიც დაკონკრეტებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა ავრცელებს.  

გამოცემის ცნობით, უკრაინის კონტრდაზვერვის თანამშრომლების თქმით, რუსეთის ფედერაცია დნესტრისპირეთში საჰაერო სადესანტო დაშვებას გეგმავს.

რუსეთმა მოლდოვაში შეჭრის მკაფიო გეგმა შეიმუშავა. შეჭრის თარიღი შესაძლოა, 9 მაისი ან უახლოესი დღეები იყოს, მიზეზი კი რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა.

ამის შესახებ „არხი 24″ კონტრდაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნულია, რომ რუსული ჯარების სავარაუდო წარმატება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით „მეორე ფრონტამდე“ მიგვიყვანს.

„მეორე ფრონტის გახსნას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შეიმუშავებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ადამიანურ რეზერვებს და აღჭურვილობას.

გარდა ამისა, კონტრდაზვერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ რეგიონში რუსული ჯარების ყოფნა ბალკანეთში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას მოახდენს “, – ნათქვამია გამოცემაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის კონტრდაზვერვის თანამშრომლების თქმით, რუსეთი გეგმავს საჰაერო სადესანტო დაშვებას დნესტრისპირეთში ილ-76 თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით. პარალელურად, ოკუპირებული ყირიმიდან თვითმფრინავები და ვერტმფრენები აფრინდებიან მოლდოვას მიმართულებით.

ასევე, ოკუპანტებმა შეიძლება ჯარების გადმოსხმა ოდესის რეგიონის ბელგოროდ-დნესტროვსკისა და სარაცკის რაიონებში სცადონ, შემდეგ კი დნესტრისპირეთში შეაღწიონ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა მოლდოვაზე თავდასხმა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებდა. 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *