”მივხვდი, რომ სიმართლე უნდა მეთქვა…” – მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტმა ექიმმა შოკისმომგვრელი დეტალები გაასაჯაროვა

”მივხვდი, რომ სიმართლე უნდა მეთქვა…” – მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტმა ექიმმა შოკისმომგვრელი დეტალები გაასაჯაროვა

4 მა­ისს, ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მის, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძის პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას გა­მო­ძი­ე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ედა­ვე­ბა.

გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე ინა­სა­რი­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც თქვა, რომ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ვა­ლე­ბით გა­ავ­რცე­ლა. პრო­ცე­სის დე­ტა­ლებ­სა და ინა­სა­რი­ძის ჩვე­ნე­ბას “სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე” ავ­რცე­ლებს.

“მა­შინ ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რომ შოკ­ში ვი­ყა­ვი. როცა მზია კა­კოშ­ვილს [კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი] ვე­კი­თხე­ბო­დი, რა უნდა მეთ­ქვა, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ რაც პრო­ტო­კოლ­ში ეწე­რა ის თქვიო. იმ ინ­ტერ­ვი­უ­შიც ეგ ვთქვი. როცა აზ­რზე მო­ვე­დი, მერე მივ­ხვდი, რომ სი­მარ­თლე უნდა მეთ­ქვა, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, და­ვიბ­რა­ლე მე, რაც არ გა­მი­კე­თე­ბია. სრულ ჭკუ­ა­ზე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ასეთ სი­სუ­ლე­ლეს ვი­ტყო­დი ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ დღეს?

დი­რექ­ტო­რებ­მა გა­მო­მი­ძა­ხეს და ის მათ­ქმე­ვი­ნეს, რაც უნ­დო­დათ რომ მეთ­ქვა და ჩემს თავ­ზე ამე­ღო ყვე­ლა­ფე­რი. მერე რომ მივ­ხვდი რა ხდე­ბა და გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა თვი­თონ მაჩ­ვე­ნა, რომ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მეტი ვი­ყა­ვი (სა­ამცრე­ლო ოთახ­ში). აც­რაც უფრო ადრე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­ფიქ­სი­რეს (შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტში)“,- გა­ნა­ცხა­და მან.

“სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინა­სა­რი­ძემ ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ა­ში (ფორ­მა 100), მეგი ბაქ­რა­ძის­თვის ად­რე­ნა­ლი­ნის გა­კე­თე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რი მას არ შე­უ­ტა­ნია.

“ის­ტო­რია შე­ად­გი­ნა კლი­ნი­კურ­მა მე­ნე­ჯერ­მა, ვინც იყო რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, მან. მეც იქ ვი­ყა­ვი და მო­მა­წე­რი­ნეს ხელი. ნუ გე­ში­ნია, მო­ა­წე­რე, ჩვენ ყვე­ლა ვა­წერ­თო და მეც მო­ვა­წე­რე. ფორ­მა 100-საც მო­ვა­წე­რე ხელი. ყვე­ლა­ფე­რი ავი­ღე ჩემს თავ­ზე. 24 მარტს მე თა­ვად მივ­მარ­თე გა­მომ­ძი­ე­ბელს, რომ ხე­ლა­ხა­ლი და­კი­თხვა მომ­ხდა­რი­ყო ჩემი” – ამ­ბობს ის.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *