„დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები. ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში, ვინც დამარცხდა დიდ სამამულო ომში“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად განაცხადა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებულ მთავრობას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა.
მისალოც ტექსტში რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ „დღეს, საერთო ვალია, არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მოუტანა“.
პუტინი ამ მისალოც წერილში მიმართავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკებს“, ასევე საქართველოს და უკრაინას.
პუტინი ცალკე მიმართავს მეორე მსოფლიო ომის უკრაინელ ვეტერანებს, „საერთო გამარჯვებისთვის“ გაღებული მსხვერპლის დავიწყება არ შეიძლება.
პუტინის მისალოცი ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.