ცნობილია მიზეზი, რის გამოც კვარაცხელია ზაფხულში ნაპოლის დატოვებს – იტალიური გამოცემა ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია მიზეზი, რის გამოც კვარაცხელია ზაფხულში ნაპოლის დატოვებს – იტალიური გამოცემა ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს

იტალიური გამოცემა ilsussidiario წერს, რომ ნაპოლი პიოტრ ზელინსკის და ვიქტორ ოსიმენის გარდა, შესაძლოა ჯოვანი დი ლორენცომ და ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვონ.

ნაპოლის კაპიტანის გადაბირება მილანის “ინტერს” სურს. რაც შეეხება კვარას, გამოცემის ცნობით ხვიჩას აგენტები კონტრაქტის განახლების თაობაზე მოლაპარაკებებს აჭინაურებენ, რათა სხვა კლუბებისგან უკეთესი შემოთავაზებები განიხილონ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დე ლაურენტისმა კვარაცხელიას 3 მილიონი ევრო უნდა შესთავაზოს ხელფასის სახით, რაც ქართველისთვის შესაფერისი არ იქნება და მისი გარემოცვა ინგლისის პრემიერლიგის კლუბებისგან განიხილავს უკეთეს შემოთავაზებებს.

კვარაცხელიას ყიდვით ამ ეტაპისთვის მ,ანჩესტერ სიტი, არსენალი და ნიუკასლი ინტერესდებიან.

ნაპოლის შესაძლო დატოვების მიზეზი კი ასევე შეიძლება გახდეს ის ფაქტორი რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ შევიდეს.

Leave a Comment