ბაიდენმა ახალ კანონს ხელი მოაწერა – ბოლოს აშშ-მ მსგავსი რამ მეორე მსოლფიო ომის დროს გამოიყენა

ბაიდენმა ახალ კანონს ხელი მოაწერა – ბოლოს აშშ-მ მსგავსი რამ მეორე მსოლფიო ომის დროს გამოიყენა

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის კანონს ხელს სწორედ 9 მაისს, “გამარჯვების დღეს” მოაწერდა და მოაწერა კიდეც.

ცნობისთვის, 29 აპრილს, აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს

აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა. კანონს მხარი დაუჭირა 417-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო – 10.

ე.წ. ლენდ-ლიზის პროგრამა ბოლოს აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა.

ახლა კანონი საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს.

შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერებიც.

ეს კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-მა უკრაინას შეიარაღება და აღჭურვილობა დე ფაქტო საჩუქრად გადასცეს, გადახდა კი კიევს მოგვიანებით მოუწევს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.