დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის ზრდა საგრძნობია, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს.
მერიის განმარტებით, გადაწყვეტილება დროებითია.
„მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობია მგზავრთნაკადის ზრდა, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს. აღნიშნული გადაწყვეტილება არის დროებითი და იგი არ სცდება მიკროავტობუსების საპასპორტო მონაცემებით დაშვებულ ნორმას,“ – განუცხადეს „პრაიმტაიმს“ მერიაში.
Post Views: 1,285