გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან – ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი “ჩუქუროვადან”

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან – ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი “ჩუქუროვადან”

თუ თქვე­ნი ბე­ბი­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი, ან თა­ვად თქვენ სე­რი­ა­ლის – “ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში” მა­ყუ­რე­ბე­ლი ხართ, მა­შინ ეს სტა­ტია თქვენ­თვი­საა, რად­გა­ნაც სე­რი­ა­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ გმირ­ზე, დე­მირ ია­მან­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ.

“ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში” ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლია, რომ­ლის და­წყე­ბა­საც ბე­ბი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ყო­ველ დღე, რო­გორც წესი, დიდი ინ­ტე­რე­სით ელის და მთა­ვარ გმი­რებს გულ­შე­მატ­კივ­რობს.

დე­მირ ია­მა­ნის როლს 39 წლის თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, მუ­რათ უნალ­მი­ში ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც აქამ­დეც არა­ერთ სე­რი­ალ­სა, თუ ფილმში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა “ჩუ­ქუ­რო­ვამ” მას ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა.

მუ­რათ­მა ბავ­შვო­ბა ქა­ი­სე­რი­ში გა­ა­ტა­რა, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ ოჯა­ხი სტამ­ბოლ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და სკო­ლა­შიც იქ შე­ვი­და. მუ­რა­თი თა­მა­შობ­და კა­ლათ­ბურთს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დონ­ზე და “ფე­ნერ­ბახ­ჩეს” სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის წევ­რიც კი იყო. როცა 20 წლის გახ­და სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა, სა­დაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბას და­ე­უფ­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემმ­დეგ კი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა.

მუ­რა­თი სტამ­ბო­ლის სამ­სა­ხი­ო­ბო აკა­დე­მი­ა­ში და­ე­უფ­ლა არ­ტის­ტის ხე­ლოვ­ნე­ბას. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი არა­ერთ თურ­ქულ სე­რი­ალ­სა და ფილმში მი­ი­ღო როლი. რო­მელ­თა შო­რი­საც ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ა­ლი Yer Gök Ask (სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც “სიყ­ვა­რუ­ლი, ცა და მიწა). მი­უ­ხე­და­ვად ამ სე­რი­ა­ლის წარ­მა­ტე­ბი­სა, მთა­ვა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა და აღი­ა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე “ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში” – მ მო­უ­ტა­ნა.

სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა


მუ­რათ უნალ­მი­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო პო­პუ­ლა­რულ თურქ მსა­ხი­ობ ბირ­ჯე აქა­ლა­ი­ზე, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იც­ნო­ბენ სე­რი­ა­ლი­დან “შავ-თეთ­რი სიყ­ვა­რუ­ლი.” იხილეთ სრულად

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.