კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი უკრაინის ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებას ეხმაურება. ამის შესახებ კანდელაკი „ტელეგრამზე” წერს და აღნიშნავს:
„ევროვიზიამ დაამტკიცა, რომ „ფეიკის” კულტურა უსაზღვროა. „ფეიკი” ევროვიზია, რა იქნება შემდეგი? ბარემ ზელენსკისაც ოსკარი მიეცით!
ველოდები, როდის დაიჩოქებს ევროპა და ამერიკა უკრაინის წინაშე. მსოფლიომ შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს ნაცია და მან დაიჯეროს, რომ ყველას მისი ვალი აქვს”, – წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, იტალიაში, ევროვიზია 2022-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყანა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, სიმღერით Стефанія წარადგინა.
Post Views: 1,124