დიკო ჯოჯუა „ომით“ იმუქრება – რას აპირებენ “მთავარის” ჟურნალისტები?

დიკო ჯოჯუა „ომით“ იმუქრება – რას აპირებენ “მთავარის” ჟურნალისტები?

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დიკო ჯოჯუამ არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ მკვეთრი განცხადება გააკეთა.

„პირველ რიგში პირობას ვაძლევ საკუთარ თავს და ყველას, რომ მხოლოდ წამიერი დაბნევა იქნება, ეს არის ახალი ბრძოლის დასაწყისი, ომი არ დასრულებულა, ფრონტის ხაზი ახლა გაიხსნა და ის აუცილებლად ამ ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება.

ჩვენს გუნდს ნიკა გვარამიას ლიდერობით არაერთი შეტევის მოგერიება მოგვიხდა ხელისუფლების მხრიდან და ეს 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ყველაზე მძიმე შეტევა ჩვენზე, ნიკაზე და „მთავარ არხზე“. ყველას ვაძლევ პირობას, რომ ეს იქნება ახალი ომის დასაწყისი, თუ გამოგვიცხადეთ ომი, მიიღებთ პასუხს. ისეთი ძლიერები ვიქნებით, როგორც არასოდეს. დღეს თითოეული ჩვენგანი ისეთი გაბრაზებულია როგორც არასოდეს“, – აცხადებს დიკო ჯოჯუა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.