“17 წლის ბავშვს რომ ავტომობილს უყიდი, ეს იგივეა, 5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცე…”

“17 წლის ბავშვს რომ ავტომობილს უყიდი, ეს იგივეა, 5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცე…”

ექ­სპერ­ტი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე ბორ­ჯომ­ში, ბოლო ზარ­ზე მომ­ხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც 17 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა.

ის მშობ­ლებს მი­მარ­თავს, ნუ უყი­დი­ან მო­ზარდ შვი­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, გა­სარ­თო­ბად. ოგ­ბა­ი­ძე 3 წლის წინ მომ­ხდარ ფაქტს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ასე­ვე ბოლო ზარ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

“მშობ­ლე­ბო, დე­დე­ბო და მა­მე­ბო, არ უყი­დოთ თქვენს 17 წლის შვილს ავ­ტო­მო­ბი­ლი, მას ჯერ ეს არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია”… ეს 3 წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უა…

სამ­წუ­ხა­როდ, მა­ში­ნაც 17 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა მშობ­ლის მიერ ნა­ყიდ ავ­ტო­მო­ბილს… დღე­საც, სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ ბოლო ზარ­ზე ბორ­ჯომ­ში კი­დევ ერთი სი­ცო­ცხლე წა­ი­ღო მშობ­ლე­ბის მიერ შე­ძე­ნილ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა.

მშობ­ლე­ბო, გე­მუ­და­რე­ბით, ნუ ჩა­უგ­დებთ მო­ზარდს ავ­ტო­მო­ბილს გა­სარ­თო­ბად, გთხოვთ და მო­ვი­თხოვ თქვენ­გან მეტ ყუ­რა­დღე­ბას” – წერს ოგ­ბა­ი­ძე. სრულად… > https://www.facebook.com/shalva.ogbaidze/posts/5185985514854690 <

ცნო­ბის­თვის, ბორ­ჯომ­ში ბოლო ზარი მსხვერ­პლით დას­რულ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ხდნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში 4 ახ­ლად სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დი იჯდა.

მათ­გან ერთი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სას­წარ­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. სამი კი და­შავ­და და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბორ­ჯო­მის კლი­ნი­კა “ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში” არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მა­თა­გან ერთი გო­გო­ნა და ორი ბი­ჭია. და­ღუ­პუ­ლი 17 წლის მო­ზარ­დი ბორ­ჯო­მის მე-3 სკო­ლის მოს­წავ­ლე ლუკა ლე­კი­აშ­ვი­ლია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *