რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო – პუტინმა ფინეთი დასაჯა

რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო – პუტინმა ფინეთი დასაჯა

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasgrid Finland-მა განაცხადა, რომ დღეს, ქვეყანაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ BBC წერს. 

„გაზის მიწოდება Imatra-ს მიმღები პუნქტიდან 2022 წლის 21 მაისს შეწყდა. Gasgrid Finland-მა გაზის იმპორტი Balticconnector-ის მიმღებ პუნქტზე მიმართა და გაზის სისტემა ამჟამად დაბალანსებულია“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ეთანხმება გაზპრომის მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ განახორციელებს გადახდებს რუბლში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ არამეგობრულმა სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *