მარნეულის რაიონის სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი სოფლის ღობეს შეეჯახა.
ბავშვი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა მძღოლიც.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოძიება დაწყებულია.
Post Views: 1,308