ნაპოლის იტალიელი ქომაგების ნაწილი ფიქრობს რომ კვარაცხელია ბოლომდე არ იხარჯება, თავს ინახავს და წასვლას აპირებს – “ქომაგებმა კვარა როგორ უნდა გავამტყუნოთ ? ნორმალური კონტრაქტი არ აღირსეს და სათანადოდ არ აფასებენ..”

ნაპოლის იტალიელი ქომაგების ნაწილი ფიქრობს რომ კვარაცხელია ბოლომდე არ იხარჯება, თავს ინახავს და წასვლას აპირებს – “ქომაგებმა კვარა როგორ უნდა გავამტყუნოთ ? ნორმალური კონტრაქტი არ აღირსეს და სათანადოდ არ აფასებენ..”

იტალიურ სპორტულ გვერდებზე იტალიელ ქომაგთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბოლომდე არ იხარჯება, თავს ინახავს და გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

გთავაზობთ კომენტარების თარგმანს.

“მრჩება ეჭვი რომ კვარაცხელია ბოლომდე არ იხარჯება და თავს ინახავს. თუ წასვლა სურს კარი ღიაა. დარწმუნებული ვარ ბევრი მსურველი ჰყავს და გულით ვუსურვებ დიდ გრანდში თამაშს”

“ხვიჩა როგორ უნდა გავაკრიტიკოთ ? ნორმალური ანაზღაურება არ აღირსეს და ხელმძღვანელები სათანადოდ არ აფასებენ. ამას დაემატა მწვრთნელი, რომელსაც კვარა პირველი გაყავს მოედნიდან”

“კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც სულ რომ საშინლად ითამაშოს, ბოლომდე უნდა დატოვო მოედანზე. ერთი მოძრაობით თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.”

“კვარა შეცვლით ისევ უკმაყოფილო ჩანდა. რა გააკეთეს პოლიტანომ და სიმეონემ მასზე მეტი ? ხვიჩას წყენა ბუნებრივია”

“კვარაცხელია თავის თავს არ გავს. გამწვავებაზე არ ფიქრობს, თითქოს სულ ერთია უკვე რა მოხდება მისთვის. ასე მგონია ცალი ფეხით სხვა კლუბშია”

“კვარა გვიყვარხარ, მალე გადალახავ ამ პერიოდს”

“მწვრთნელმა შეაქო და თქვა რომ მაგარი ბიჭია. მაშინ რატომ ცვლი ? თუ იცი რომ თავისი ნიჭით თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია ?? გაუგებარია”

Leave a Comment