“დიახ, ნიკა წულუკიძეზე ვწერ… სიუჟეტი ვნახე როგორ უხდიდა მადლობას თავის მაყურებელს…” – ანიტა ფაცაციას ბებიის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

“დიახ, ნიკა წულუკიძეზე ვწერ… სიუჟეტი ვნახე როგორ უხდიდა მადლობას თავის მაყურებელს…” – ანიტა ფაცაციას ბებიის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ანიტა ფაცაციას ბებო, თამუნა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში ნიკა წულუკიძის ტელევიზიაში დაბრუნებას გულისამაჩუყებელი პოსტით გამოეხმაურა და ამბობს, რომ მან ზუსტად იცის თუ რას ნიშნავს ეს ენით აღუწერელი ტრაგედია, რაც მათ გამოიარეს.

მე და ჩემნაირი ადამიანები სრულად და მთელი სიღრმით ვიგებთ რას ნიშნავს პატარა ანგელოზის დაკარგვა. მართლა მტერსაც რომ არ უსურვებ ისეთი სიმწარეა, რომელსაც დრო არ შეველის, არადა, მახსოვს  როგორი იმედით შევყურებდი სწორედ დროს, რომ ცოტათი მაინც დაეამებინა ტკივილი,  სანამ ერთხელაც არ გავაცნობიერე, რომ ცრუ ილუზიის მსხვერპლი ვიყავი.
რატომ ვწერ ახლა ამას:
მიუხედავად იმისა, რომ წლებია არ ვუყურებ ტელევიზორს და, როგორც მაყურებელი, არ ვიცნობდი ამ საოცარ ადამიანს, იმდენი სითბო და სიყვარული იღვრებოდა და იღვრება მის მიმართ და, რაც ჩვენს საზოგადოებაში იშვიათი გამონაკლისია, ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დასცდენია არასოდეს არავის, სიმპათიით ვიყავი მისდამი განწყობილი.
და დღეს ეს საოცარი ადამიანი სწორედ ამდენი მისი მოყვარული გულის ძალამ ისევ დააბრუნა სამსახურში. ვიცი ეს რა ძნელია. ძნელი კი არა, შეუძლებელზე  მეტია. ამ დროს ლაპარაკიც არ გინდა, არავინ და არაფერი არ გინდა და  სიცოცხლეს რაც გაგონებს, ყველაფერი გაღიზიანებს.  ერთადერთი რამ თუ გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან მეტ-ნაკლებად და ეს ერთადერთი რამ ადამიანური სიყვარულია, როცა გიყვარს და უყვარხართ და ეს გიბიძგებს, შესაძლებელს ხდის, გაკეთებინებს. 
დიახ, ნიკა წულუკიძეზე ვწერ. სიუჟეტი ვნახე როგორ უხდიდა მადლობას თავის მაყურებელს და ცრემლის გარეშე ვერ შევძელი მისი მოსმენა.
ნიკა არ მიცნობს, არც მე ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ, ჩვენი პატარები ახლა იქ სადღაც ერთად არიან და ეს გვაერთიანებს და მე დღეს პატარა ბავშვივით გამიხარდა,  რომ ის ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება.
და ბოლოს,
არ არის აუცილებელი ამხელა ტრაგედია დაემართოთ ადამიანებს, მამანდეც გვიყვარდეს, შევეხიდოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს. პატარებგაფრენილ ადამიანებს კი ორმაგად, მათი გული ხომ ისედაც დაფლეთილია და იქნებ ერთი გადაბრუნებული სიტყვით სულაც უკანასკნელ ძაფს ვუწყვეტთ, რომელზეც ეს ნაფლეთები ჰკიდია.
ვიცი დღეს მთელი დღე გამათბობს ნიკას სიცოცხლისკენ მობეუნება, მის გამოც, არაჩვეულებრივი ადამიანი რომ არის და კიდევ იმის გამო, რომ ეს ჩვენში ჯერ არდაკარგული ერთმანეთის სიყვარულის და თანადგომის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
ასეთი სიყვარული და თანდგომა უხდება ქართველს, საქართველოს, ჩემს გენს და უზომოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ  დღეს ეს მთელი სიმძაფრით რომ განვიცადე.

წყარო : Itar.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.