ილისის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან და უფროს შვილთან ერთად დაესწრო. ანუკი არეშიძე, როგორც ყველა სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებაზე, დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ცერემონიას თბილისის პირველი ლედი ელეგანტური ლუქით დაესწრო.
კახა კალაძის თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.
მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, – განაცხადა კახა კალაძემ.