მომღერალს და ტელეწამყვანს, თათა გიორგობიანს, ხშირად უკავშირებენ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს.
ცოტა ხნის წინ თათა გავრცელებულ ჭორებს გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ გამოეხმაურა და განმარტა, რომ ბექაურთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
„ჩვენი მეგობარია, საამაყო და საქართველოსთვის სასახელო ბიჭია ლაშა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მომიძღვნა ლექსი. როგორც ჩანს, მაყურებელს მოეწონა ჩვენი წყვილი და ამ ვიდეოს შემდეგ დაგვაწყვილეს. ხდება ხოლმე ასე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ყოველთვის აქვს საფუძველი. ეს იყო ადამიანური პატივისცემა და მოძღვნა. დღესდღეობით ვმეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს“ – თქვა თათამ.
Post Views: 1,962