“ეს ჩემი ოჯახისთვის უნდა გამეკეთებინა რადგან..” – ნიკოლოზ წულუკიძის პირველი კომენტარი დაბრუნების შემდეგ

“ეს ჩემი ოჯახისთვის უნდა გამეკეთებინა რადგან..” – ნიკოლოზ წულუკიძის პირველი კომენტარი დაბრუნების შემდეგ

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ეთერში დაბრუნდა. მან გადაცემა ემოციური სიტყვით დაიწყო,, სადაც მადლობა გადაუხადა მაყურებელსა და საზოგადოებას გამოჩენილი თანაგრძნობისთვის:


„ვიწყებ გადაცემას განცდით, თითქოს პირველად გხედავთ. განსაკუთრებულად რთულია, თუმცა აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ. გადარჩენისთვის მადლობა უნდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, რადგან ისეთი სიყვარული ვიგრძენი თქვენგან, ისეთი მხარში დგომა, ისეთი იმედი და ძალა, არ შემეძლო, არ გამეგრძელებინა. მადლობა ყველას და ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, გადაგიხადოთ თითოეულთქვენგანს ის სიყვარული, სითბო, თანაგრძნობა რაც ჩემი ოჯახის მიმარ ამ რთულ დღეებში გამოიჩინეთ“ – განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.

Leave a Comment