“მატჩამდე ხვიჩას ეს ვუთხარი” – რა თქვა ვალტერ მაძარიმ ატალანტას დამარცხების შემდეგ

“მატჩამდე ხვიჩას ეს ვუთხარი” – რა თქვა ვალტერ მაძარიმ ატალანტას დამარცხების შემდეგ

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ “ატალანტას” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისუაბრა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“მატჩამდე კვარას ვურჩიე რომ ფლანგზე დარჩენილიყო. ხვიჩა ხშირად შედის ფლანგიდან ცენტრში და ეს უკვე შეისწავლეს მცეველებმა. ვუთხარი რომ თუ ფლანგზე დარჩებოდა, მასთან ორი მეტოქე ყოველთვის იქნებოდა. მას ბევრი ვერ ვესაუბრე და მომავალში აუცილებლად განვიხილავთ ამ და სხვა საკითხებს” – განაცხადა მაძარიმ DAZN-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ “ატალანტასთან” მოედანზე შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო.

Leave a Comment