ვის ეკუთვნის 1 000-ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია – ნახეთ, მიღების წესი

“1000 ლარამდე მიიღებს ყველა ბავშვი დახმარებას თუ” – ნახეთ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი ფულადი დახმარება თბილისის მერიაში გაიცემა. აღნიშნული პროგრამის მიზანი მატერიალური დახმარების გაწევაა. ფულადი დახმარება 300-დან 1 000 ლარამდეა გათვლილი. ვის რამდენით და როგორ შეუძლია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სარგებლობა, ამაზე “პრაიმტაიმი” მოკლე ინფორმაციას გთავაზობთ: 

რა არის ქვეპროგრამის არსი?

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად.

თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:

ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;

ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;

გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.

როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.

კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?

მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)• ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *