„ერეკლე მეფეზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები“ – რატომ დატოვა პაატა გულიაშვილმა „კომედი ჯგუფი ?

„ერეკლე მეფეზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები“ – რატომ დატოვა პაატა გულიაშვილმა „კომედი ჯგუფი ?

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა „კომედი ჯგუფი“ დატოვა. ამის შესახებ ის თავადვე სოციალურ ქსელში წერს. 

„მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს…. არ ღირს ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი….. მე წავედი! p. s. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები “ – წერს პაატა გულიაშვილი. 

ცნობისთვის, ერეკლე მეფის ლევან ბერძენიშვილისგან დასაცავად კახეთში აქცია გაიმართა. საპროტესტო გამოსვლაზე მსახიობი პაატა გულიაშვილი იმყოფებოდა.

მისი თქმით, ბერძენიშვილმა ენა უნდა დაიმოკლოს.

„ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ, კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავუდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან, დიდება მეფეს“, – თქვა აქციაზე პაატა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, მწერალმა და პოლიტიკოსმა, ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გააკრიტიკა და რუსეთთან მოკავშირეობის გამო, მის საქციელს მოღალატეობრივი უწოდა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.