„ერთი ისტორიული წიგნი დაიხურა“ – ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე გარდაიცვალა

„ერთი ისტორიული წიგნი დაიხურა“ – ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე გარდაიცვალა

ქარ­თვე­ლი ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი წერს.

„ქალბატონმა შუქია აფრიდონიძემ დაგვტოვა, იშვიათ შემთხვევაში ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, როცა ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებას გავიგებ და მასზე მეტად ჩემი თავი და ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მეცოდება, რომელიც ვეღარ დაინახავს მის გაცისკროვნებულ სახეს, ვეღარ მოისმენს მის იმედის მომცემ ლაპარაკს. მისი გარდაცვალებით ერთი ისტორიული წიგნი დაიხურა, რომელიც თედო სახოკიათი იწყებოდა და შუქია აფრიდონიძით დასრულდა.

ამ წიგნში ერთი ფურცელზე ჩემი დიდი პაპის გიორგი თაქთაქიშვილის, მისი ლეგენდარული ბაღის ისტორიაც ეწერა.

ქალბატონი შუქია ჩემთან შეხვედრისას ხშირად იგონებდა ბავშვობის იმ წლებს, როცა პაპას ის ჩვენს სოფელში ჩაყავდა. ჩემი დიდი პაპა თბილისშიც მალავდა თურმე თედო სახოკიას ჟანდარმერიის მიერ ძებნის პერიოდში. მაშინ დამეგობრებულან და ზაფხულის საბჭოთა თბილისს გამორიდებული თედო სახოკია რთველში დიდი ვირგლის ძირში ესაუბრებოდა ჩემს დიდ პაპას იმ თემებზე, ქალბატონ შუქიას რომ არ უნდა გაეგო. ნეტავ მაშინ მანდ ვყოფილიყავი მეთქი, ვუთხარი ქალბატონ შუქიას, მე ხომ ვიყავი და ვერც ვერაფერი გავიგეო. გაიცინა. დაპირებული ვიყავი რთველში ერთად ჩასვლას, მაგრამ ვერ შევუსრულე. მან კი რამდენიმე წლის წინ შეასრულა ერთი მისთვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა: დააბინავა პაპის ბიბლიოთეკა ავეჯით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დღეს ეს ავეჯი და ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზშია დაცული.

ახლა თითქოს ყურში ჩამესმის ქალბატონი შუქიას ხმა, რომელსაც ახლა მეტყოდა: წავედი პაპასთან!

მშვიდობით ქალბატონო შუქია, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მთელი ცხოვრება ღირსეულად ატარეთ ღირსეული და ლეგენდარული პაპის ღირსეული შვილიშვილის სახელი ისე, რომ დატოვეთ საკუთარი ბრენდი ” შუქია აფრიდონიძე-ქართული ენათმეცნიერების ვარსკვლავი”,- წერს ლევან თაქთაქიშვილი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.