ირაკლი მაქაცარიას საქციელი, როდესაც გაიგო რომ გიორგი გილიგაშვილს კვანძები აღმოაჩნდა

ირაკლი მაქაცარიას საქციელი, როდესაც გაიგო რომ გიორგი გილიგაშვილს კვანძები აღმოაჩნდა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალს, გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. რო­გორც გი­ორ­გი თვი­თონ­ვე ამ­ბობს, მისი დი­აგ­ნო­ზი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კარ­ცი­ნო­მაა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვალ­სა და ლიმ­ფა­ზე. ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში ჩა­უ­ტარ­და, ახლა ამ­ბობს, რომ “ლე­გენ­და­რუ­ლად არის.”

და­ა­ვა­დე­ბა­ზე და თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილ­მა თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში “სთო­რი” ისა­უბ­რა.

“დი­დე­ბა უფალს! ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­ებ­ში ყვე­ლა­ზე მორ­ჩი­ლი მო­მივ­ლი­ნა. იცით, ზოგი ცხრა მთას გა­და­დის და არა­ფე­რი მოს­დის, პაპა მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლო, – გუ­ბე­ში იხ­რჩო­ბა კა­ციო. ასე რომ, ვერ გა­ი­გებ, რა და­გა­ზი­ა­ნებს სა­სიკ­ვდი­ლოდ. რა­ღაც ნი­შანს ვე­ლო­დი, იმ ნი­შანს, რომ უნდა გან­მე­ცა­და ტკი­ვი­ლი და უც­ბად, უფალ­მა სა­კუ­თა­რი ბრძო­ლის ველი გა­მი­ჩი­ნა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო რა­ღაც გა­და­ცე­მა და სა­ნამ ამ გა­და­ცე­მა­ში შე­ვი­დო­დით, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ვალ­დე­ბუ­ლი იყო გა­ევ­ლო ჯერ სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა. იქ მი­თხრეს, რომ გაქვთ რა­ღაც კვან­ძე­ბი, გი­ორ­გი და მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბაო. ეს იყო სამი წლის წინ. მაგ­რამ მე რად­გა­ნაც სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი, არ მი­ფიქ­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბო­და რა­ღაც ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ კო­ვი­დი და­ი­წყო. კი მახ­სოვ­და ეს, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ მე ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი ვარ, ამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტია, გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი და ახლა მე რა­ღაც კვან­ძე­ბი მაქვს და შე­ვა­წუ­ხო ექი­მე­ბი და და­ვა­კა­ვო. ვფიქ­რობ­დი, რომ არ იყო სა­გან­გა­შო.

ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია, საყ­ვა­რე­ლი ძმა და მე­გო­ბა­რი, ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლია თა­ვის მე­გობ­რებ­ზე, რა­ღა­ცა­ზე ამ­ბობ­და, აი, გი­ლი­გა ყვე­ლა­ზე ჯან­მრთე­ლია ჩვენს მე­გობ­რებ­ში. მეთ­ქი, არა ჩემო ირაკ­ლი, არ ვარ ჯან­მრთე­ლი, მეც მი­თხრეს, რა­ღაც კვან­ძე­ბი გაქვს. ჩა­მე­ძია და მი­მიყ­ვა­ნა მისი მშვე­ნი­ე­რი ლი­ზას(ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ას მე­უღ­ლე) დე­დას­თან. ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვან­თან მო­მი­წია ვი­ზი­ტი და მის­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა ძა­ლი­ან სწრა­ფად მიგ­ვა­ღე­ბი­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

პირ­ვე­ლად რო­დე­საც გა­ვი­გე – მი­თხრეს, რომ გი­ორ­გი გა­მობ­რძან­დი, არ გაქვთ კარ­გად საქ­მე. ერთ-ერთი ბა­ტო­ნი მო­ვი­და. მიხ­სნი­და ჩემს და­ა­ვა­დე­ბას ეს თურ­ქეთ­ში მოხ­და.

  • და ამა­საც მოვ­ყვე­ბი, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში მოხ­და, ქრის­ტეს ასაკ­ში, სნე­უ­ლე­ბის დაძ­ლე­ვა. ჩემ­მა ლუ­არ­საბ ტო­გო­ნი­ძემ ჩოხა მო­მარ­თვა, შე­ვი­მო­სე ჯვარ-სამ­კა­უ­ლე­ბით, სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლით, ჩემი ულა­მა­ზე­სი ჩო­ხით. ქრის­ტეს ასაკ­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ პირ­ველ კე­რა­ში, კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში გან­მამ­წე­სა უფალ­მა და ქრის­ტეს სა­ხე­ლით და­მაძ­ლე­ვი­ნა ეს.

12 კვან­ძი ამო­ი­ღეს და რვა კვან­ძი აღ­მოჩ­ნდა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი. რო­დე­საც მიხ­სნიდ­ნენ, რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს, ექიმს ვე­უბ­ნე­ბი, კი­თხვა მაქვს თქვენ­თან და ის ძა­ლი­ან მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბა ჩემს კი­თხვას. ვკი­თხე, – “წვერს ხომ არ გამ­პარ­სავთ ოპე­რა­ცი­ის დროს?”

მი­პა­სუ­ხა, ალ­ბათ, შენ ეს კი­თხვა რომ არ და­გეს­ვა უთუ­ოდ გაგ­პარ­სავ­დი­თო, მაგ­რამ რად­გა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ატ­რი­ბუ­ტია არ გაგ­პარ­სავ­თო”, – ამ­ბობს გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი. მან­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, ვინც მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დარ­დობ­და:

  • “მე სულ მსურ­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მეთ­ქვა, ლე­გენ­და­რუ­ლად ვარ, ხალ­ხო, არა­ფე­რი მი­ჭირს, ჩემ­ზე მა­გა­რი ბი­ჭე­ბი 33 წლამ­დე ეახლნენ უფალს”, – ამ­ბობს გი­ლი­გაშ­ვი­ლი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *