მინდა ჯუბას უიღბლო ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ… მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, დედა მანქანამ გაიტანა… უნივერსიტეტში ჩააბარა და…

მინდა ჯუბას უიღბლო ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ… მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, დედა მანქანამ გაიტანა… უნივერსიტეტში ჩააბარა და…

გვანცა იმედაძის პოსტი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, სადაც გვანცა წერს ერთ ბიჭზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგედიით აღსავსე აღმოჩნდა. მამისა და დედის გარდაცვალების შემდეგ ნათესავმა აიღო მასზე ზრუნვა თავის თავზე, ზუსტად ამ ნათესავმა გააპარტახა მისი ცხოვრება, მისი კარ-მიდამო… და დღემდე ასე გრძელდება.

ჯუბას უიღბლო ცხოვრება – მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, დედა 33 -ე სკოლის პედაგოგი იყო, ქ-ნ ნანა, რომელიც მანქანამ გაიტანა… (მთელი საღამო და ღამე ელოდებოდა მარტო საბრალო ბავშვი, ის დღე არ დამავიწყდება)… ასე დარჩა ობლად… მისი მეურვეობა შორებელმა ნათესავმა იკისრა, რომელიც სოფლიდან ჩამოვიდა და რასაც ქვია, გააპარტახეს კარ-მიდამო. ისეთი დაწკრიალებული და კოხტა სახლი ქონდათ, ფეხსაცმელ გაუხდელი არავის იღებდა სახლში… სულ შალის ტილოები ეფინათ კარებში და ისე ზედ უნდა დამდგარიყავი რომ შესულიყავი მათთან სახლში… საოცარ ცხვირსახოცებს ქარგავდა დედამისი. ჩიტის რძეს არ აკლებდა, დაფოფინებდა, იძახდა ჩემი ბიჭი ეკონომისტი გამოვაო… მართლა მოწინავე და კარგი მოსწავლე იყო ჯუბა. ასეც დაამთავრა და როგორც ვიცი ჩააბრა კიდეც უნივერსიტეტში მისით… მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ გააგრძელა სამწუხაროდ. უნივერსიტეტიდან გამოშვების თანავე დაეწყო ფსიქიკური პრობლემები…. რამდენიმე თვეში გააპარტახეს ეს სახლი, ჩამოიყვანა იმ ქალმა მისი ოჯახი სოფლიდან და ასე დასახლდენ იქ, ეს კიდევ გარეთ გამოუშვეს მოწყალების სათხოვნელად… და რაც მიქონდა იმასაც ამადლიდნენ… აი ჩვენ გიპატრონეთო… გაყიდეს რაც რამე ღირებული ქონდათ. თითქმის ყველაფერი. შვილიშვილები შეეძინათ და ბავშვით მანიპულირებდნენ, მშიერი გვყავსო და ესეც გარეთ ითხოვდა მოწყალებას და როგორც ვიცი, დღემდე გრძელდება მისი ცხოვრება ეგრე… სამწუხაროდ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *