კიკბოქსინგში უკრაინის ჩემპიონი ნაზარ მაკარენკო რუს დამპყრობლებთან ომში დაიღუპა. ის მხოლოდ 25 წლის იყო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„რუს დამპყრობლებთან ომში გარდაიცვალა უკრაინის ჩემპიონი კიკბოქსინგში, მწვრთნელი, სპორტის ოსტატის კანდიდატი ნაზარ მაკარენკო. ის მხოლოდ 25 წლის იყო. მუშაობდა ინსტრუქტორად სპორტულ ცენტრებში, მსახურობდა სამხედრო სამსახურში“,- ნათქვამია ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მაკარენკო მამასთან ერთად შეუერთდა თავდაცვის რიგებს, შემდეგ კი განაგრძო მსახურება აქტიური საომარი მოქმედებების ზონაში.
დამცველმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო. მას მცირეწლოვანი ვაჟი და ცოლი დარჩა.
Post Views: 1,259