გერმანიის კანცლერი უკრაინელებს მიმართავს

გერმანიის კანცლერი უკრაინელებს მიმართავს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან დაწყებულ ომში დამარცხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 

„უკრაინელებო, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ფიქრებითა და გულით. პუტინი ვერ მოიგებს, თქვენთან ერთად ვართ, ერთიანები ვართ. ჩვენ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის გეგმაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა დაეხმარონ უკრაინის ეკონომიკას იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავდაცვა.

ოლაფ შოლცის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე გერმანიამ უკრაინიდან 800 ათასი დევნილი  მიიღო.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *