“რუსული წარმოშობის წყვილი გავიცანი. მამაკაცი 47 წლის იყო, ქალი კი 26 წლის.. ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ და დანახარჯს ყველგან ქალი იხდიდა.. რუსი წყვილები ცხოვრებას შეჰხარიან” – რა ახალ პოსტს აქვეყნებს დავით ჩუტლაშვილი ?

“რუსული წარმოშობის წყვილი გავიცანი. მამაკაცი 47 წლის იყო, ქალი კი 26 წლის.. ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ და დანახარჯს ყველგან ქალი იხდიდა.. რუსი წყვილები ცხოვრებას შეჰხარიან” – რა ახალ პოსტს აქვეყნებს დავით ჩუტლაშვილი ?

ბლოგერი დავით ჩუტლაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყენებს :

მილანში ყოფნის დროს ესტონეთში მცხოვრები რუსული წარმოშობის წყვილი გავიცანი. მამაკაცი 47 წლის იყო, ქალი კი 26 წლის. მამაკაცს ღია ქერა ფერის აჯაგრული თმა ჰქონდა და სოკრატეს მსგავსი პაჭუა ცხვირი, ხოლო სიცილის დროს მოყავისფრო კბილები მოუჩანდა. ქალი ძალიან ლამაზი იყო, წაბლისფერი თმით და შავი თვალებით. მამაკაცზე ლამის ერთი თავით მაღალი. დადიოდნენ რესტორნიდან რეატორანში ხელიხელჩაკიდებულები და დანახარჯს ყველგან ქალი იხდიდა. ვიტორიო ემანუელის გალერეაში ხომ რა ფასებია, მაგრამ რესტორნის დანახარჯი იქაც ქალმა გადაიხადა.

გუშინ ბათუმის ქუჩებში მოსიარულე უამრავმა რუსმა წყვილმა ის ესტონელი წყვილი გამახსენა. უკრაინის ომამდე საქართველოში აბა ვინ დაგიჯერებდა, რომ ქვეყნიერების რომელიღაც კუთხეში 26 წლის მზეთუნახავ ქალს 47 წლის შეუხედავი პარტნიორი მამაკაცი შეიძლება ჰყავდეს, რომელსაც რესტორნების დანახარჯებს ქალი უხდის? ბათუმში ჩამოსული რუსი ლტოლვილების დამსახურებით ამის დაჯერება რთული უკვე აღარ არის. ხელიხელჩაკიდებულები დადიან ბათუმის ქუჩებში ასაკობრივად, გარეგნულად, სოციალურად და ყველა სხვა თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული რუსი წყვილები და ცხოვრებას შეჰხარიან.

და მე მახსენდება ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთი ცნობილი და ძალიან წარმატებული და ძალიან სიმპათიური ქართველი მწერალი, რომელმაც მუდმივი ფიზიკური და სულიერი მარტოობის გამო სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. მახსენდება და სასოწარკვეთილებისგან მთვრალს ერთადერთი კითხვა მიტრიალებს თავში: “რა გვეშველება?”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.