ბლოგერმა დავით ჩუტლაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა :
“ამასწინათ სადღაც წავიკითხე, ერთი ქართველი ბიჭი წერდა, რა მაგრები არიან ირანელი და არაბი გოგოები, ყველა ქალიშვილია, კაცს “ზედმეტს” არ აკადრებენ, არ სვამენ, არ ეწევიან, საქართველოში კი ყველა გარყვნილია უკვე, ვერავის ვეღარ ენდობიო.
ასეთებს მინდა მივმართო: წადით, ირანში და არაბულ ქვეყნებში! დროზე წადით. ვისაც გაარაბება და გაირანელება არ გვსურდა და ვინც საუკუნეების მანძილზე ხმლებს ვიქნევდით, რათა ქართველობა შეგვენარჩუნებინა, ის ქართველი კაცები დაგვტოვეთ ჩვენს “გარყვნილ,” მწეველ, მსმელ და “ზედმეტის” მკადრებელ ქართველ ქალებთან.
თქვენც დაისვენეთ და ჩვენც დაგვასვენეთ.”
Post Views: 1,501