იტალიური მედია რუდი გარსიას აკრიტიკებს : “კვარას ისეთი რამ გაუკეთა, რაც ქართველისთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო”

იტალიური მედია რუდი გარსიას აკრიტიკებს : “კვარას ისეთი რამ გაუკეთა, რაც ქართველისთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო”

“ინსტაგრამზე” ნეაპოლური გუნდის ერთ-ერთი იტალიური გვერდი რუდი გარსიას სახალისო ფოტოს აქვეყნებს და წერს :

“როგორ უნდა შემოიყვანო ძერბინი ბოლო წუთებზე, როდესაც კვარაცხელია გყავს გუნდში და მის ერთ მოძრაობას მატჩის გადაწყვეტაც კი შეუძლია. კვარა შეცვალა და ეს ქართველისთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო. მისი რეაქციაც ამაზე მეტყველებს. პირველ ტაიმში მხოლოდ კვარა აქტიურობდა და ორჯერ გააყვითლა მეტოქე. იმსახურებდა ხვიჩა ამ თამაშის ბოლომდე ჩატარებას” – წერს ფან-კლუბის გვერდი და გარსიას გადაწყვეტილებას ფოტოთი აშარჟებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *