ბათუმში დააკავეს ცნობილი თურქი ბიზნესმენი, რომელსაც 22 შვილი ჰყავს სუროგატი დედებისგან

ბათუმში დააკავეს ცნობილი თურქი ბიზნესმენი, რომელსაც 22 შვილი ჰყავს სუროგატი დედებისგან

ბა­თუმ­ში, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი, კომ­პა­ნია „მეტ­რო სი­თის“ დი­რექ­ტო­რი გა­ლიფ ოზ­თურ­ქი აიყვანეს. ეს ის ბიზნესმენია, რომელიც ცოლთან ერთად 105 შვილის ყოლას გეგმავს და ამ ეტაპზე 22 შვილი ჰყავს, რომლებიც სუროგატმა დედებმა გააჩინეს და რომლების აღზრდაშიც მის მეუღლეს ძიძები ეხმარებიან.

როგორც სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნიტ­როს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი იუწყება, ბიზ­ნეს­მენ გა­ლიფ ოზ­თურ­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, სხვა ნივ­თი­ერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ამო­ღე­ბულ იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა, ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

“მო­ქა­ლა­ქე გ.ო.-სმიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხა­დის­თვის გან­ზრახ თა­ვის არი­დე­ბის, ყალ­ბი სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, საქ­მის ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, 2022 წლის 31 მა­ისს, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ქა­ლა­ქე გ.ო.-სთან, ასე­ვე მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებ­თან და კომ­პა­ნი­ებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გ.ო.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, სხვა ნივ­თი­ერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ამო­ღე­ბულ იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა, ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გ.ო. და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სი­სიხ­ლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 261-ე მუხ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6 წლამ­დე ვა­დით.

საქ­მე­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ,პე­რი­ო­დუ­ლად მოხ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.