“გული გამეგლიჯა ახლა ამ თავზარდამცემ ამბავზე… ღმერთო რატომ რატომ?” – ნინო ჯღარკავა

“გული გამეგლიჯა ახლა ამ თავზარდამცემ ამბავზე… ღმერთო რატომ რატომ?” – ნინო ჯღარკავა

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა ეხმაურება და წერს:

“გული გამეგლიჯა ახლა ამ თავზარდამცემ ამბავზე, ილია ელოშვილი გარდაცვლილა, აი ასე მოულოდნელად, ახალგაზრდა კაცი, კახა კალაძის მოადგილე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, როგორ მიყვარდა, როგორ პატივს ვცემდი, საოცარი იუმორის და გულის პატრონი, ღმერთო რატომ რატომ? არ მინდა დავიჯერო, როგორ უხაროდა მისი დედის ქალბატონ მზია შეწირულის ამ პატარა ლექსს რომ დავდებდი ხოლმე

სოფლის ბოლოში ღელეზე
ერთი პატარა ხიდია,
ამ ხიდით ჩვენთან მოდიან,
ამ ხიდით ჩვენგან მიდიან.
ბებიაჩემი ამ ხიდზე
დადის ოთხმოცი წელია,
ბებია ამბობს, ეს ხიდი
თამარის დროინდელია.
ვინ იცის კიდევ ამ ხიდზე
რამდენი კაცი გავაო,
ზოგი პირველად შემოვა,
ზოგი წავა და წავაო….
ხიდი კი ისევ დარჩება
რადგანაც იგი ხიდია….
ასეა სოფლის ამბავი _
სულ მოდიან და მიდიან”, – წერს ჯღარკავა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.