„პუტინს პანკრეასის კიბო დაუდგინეს, მის ოპერაციას ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში გეგმავენ“ – მედია

„პუტინს პანკრეასის კიბო დაუდგინეს, მის ოპერაციას ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში გეგმავენ“ – მედია

დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ არხი ТГ წერს.

არხის ცნობით, პუტინს პანკრეასის კიბო დაუდგინეს. 

როგორც არხის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რუსეთის პრეზიდენტის ოპერაციას ნ. ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში გეგმავენ.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინს ონკოლოგიასთან დაკავშირებით ოპერაცია გაუკეთდება, ასევე ადასტურებს ებრაელი ჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა Details-ის მიმომხილველი მარკ კოტლიარსკი.

კოტლიარსკიმ განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი წყარო დედაქალაქის სამედიცინო წრეებიდანაა, მეორე კი კრემლის ადმინისტრაციის განყოფილებიდან, რომელიც პასუხისმგებელია პირველი პირის ჯანმრთელობაზე.

კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი სიმსივნის ამოკვეთაა. სამწუხაროდ, ოპერაციის ჩატარება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. თუ სიმსივნემ გაუშვა მეტასტაზები, ქირურგიულ ჩარევას აზრი ეკარგება. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებასა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. 

29 მაისს Daily Mirror-მა და კიდევ სხვა რამდენიმე ევროპულმა მედიასაშუალებამ  FSB-ის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს ჰქონდა „სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა“ და რომ იგი გააფრთხილეს გარდაუვალი სიკვდილის შესახებ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *